ისრაელის ავიაციამ ლიბანის დედაქალაქი ბეირუთი დაბომბა | ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მეთაური

გამოქვეყნდა:

ისრაელის ავიაციამ ლიბანის დედაქალაქი ბეირუთი დაბომბა. ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის არმია ავრცელებს.

ადგილობრივი მედია ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაბომბვის შედეგად მოკლულია „ჰეზბოლას“ ელიტური დანაყოფ „რადვანის“ ერთ-ერთი მეთაური იბრაჰიმ აქილი.

ისრაელმა საჰაერო დარტყმები განახორციელა სამხრეთ ლიბანზე და განაცხადა, რომ მისმა სამხედრო თვითმფრინავებმა დაარტყეს ჰეზბოლას 100-ზე მეტი სარაკეტო გამშვებ მოწყობილობას და სხვა "ტერორისტულ ადგილებს", მათ შორის იარაღის საწყობებს.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, რომ გამშვები ჭურვები მზად იყო ისრაელის წინააღმდეგ გასასროლად. ჯერჯერობით უცნობია არის თუ არა მსხვერპლი.

ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ისრაელმა ხუთშაბათს საღამოს 52 დარტყმა განახორციელა ქვეყნის სამხრეთში. ასევე, "ჰეზბოლამ" განაცხადა, რომ დაიწყო დარტყმები სამხედრო ობიექტებზე ჩრდილოეთ ისრაელში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი