"ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმი შეუჩერდეს, იმიტომ, რომ ეს საშუალებას აძლევს ქართველ ხალხს ევროკავშირში იმოგზაურონ და საკუთარი თვალით ნახონ ყველაფერი; და არა ისე, როგორც ამას მათ მთავრობა უხატავს. თუმცა, ამავე დროს, ისიც მართალია, რომ უვიზო რეჟიმი ჩვენ გვაქვს ქვეყნებთან, რომლებთანაც კარგი ურთიერთობა გვაქვს და არ გვეშინია, რომ ესა თუ ის ქვეყანა რუსეთთან თანამშრომლობას დაიწყებს. ეს ასევე ჩვენი უსაფრთხოების საკითხიცაა. ამიტომ, დიახ, თუ არჩევნები გაყალბდება, თუ არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიები აიკრძალება, მაშინ უვიზო მიმოსვლის საკითხის დღის წესრიგში დადგება და განიხილება.
ევროკავშირის ქვეყნებშიც არიან ძალიან მდიდარი ადამიანები, რომლებსაც ძალიან დიდი ძალაუფლება აქვთ, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ ევროკავშირში მოქმედებს კანონმდებლობა, რომელიც ხელს უშლის მათ, რომ აკეთონ ყველაფერი, რაც სურთ. ახლა მთავარია საქართველოს ახალარჩეულმა მთავრობამ შექმნას ისეთი სისტემა, რომელიც ოლიგარქებს არ მისცემს საშუალებას, რომ გააკეთონ ყველაფერი, რაც მათ სურთ. ამიტომაც, ოქტომბრის არჩევნები, რომელიც ახლოვდება, არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ევროინტეგრაციისთვის. უნდა გადაწყდეს, მოახერხებს თუ არა საქართველო აუცილებელ სისტემურ ცვლილებებს, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების საშუალებას მისცემს თუ ისევ რუსეთის მიმართულებით წავა."
ამბობს ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა "მთავარ არხთან" საუბარში, უვიზო რეჟიმის გაუქმების საფრთხეზე საუბრისას.