იტალიაში, ემილია-რომანიას რეგიონში, წყალდიდობის გამო 1 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

გამოქვეყნდა:

იტალიაში, ემილია-რომანიას რეგიონში, წყალდიდობის გამო 1 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სტიქიას ებრძვიან ტოსკანისა და მარკეშიც.

რეგიონში ბოლო 48 საათის განმავლობაში კოკისპირული წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, დახურულია სკოლები და შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლაც.

ეროვნული სახანძრო დეპარტამენტის განცხადებით, ემილია-რომანიაში 500-ზე მეტი სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს, მათ შორის ვერტმფრენების გამოყენებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი