
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტობის კანდიდატების უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ კანონპროექტი მიიღო. Politico წერს, რომ კანონპროექტი საიდუმლო სამსახურს ავალდებულებს, პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტისა და დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიებიდან პრეზიდენტობისა და ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატების დასაცავად ერთნაირი სტანდარტები გამოიყენოს.
აღნიშნული ინიციატივა წარმომადგენელთა პალატაში ორმა რესპუბლიკელმა და ერთმა დემოკრატმა წარადგინეს - მას მხარი აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის 405-მა კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი არცერთი ყოფილა.
ცნობილი ხდება, რომ დოკუმენტი მას შემდეგ მომზადდა, რაც დონალდ ტრამპს პენსილვანიის შტატში თავს დაესხნენ.