"ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა კვლავ რეალისტურია" | ბაიდენი

გამოქვეყნდა:

"ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა კვლავ რეალისტურია", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საუბრობს"თუ ოდესმე მითქვამს, რომ ეს არარეალისტურია, მაშინ შეგვიძლია უბრალოდ წავიდეთ. რეალისტური ბევრი რამ არ ჩანს, მაგრამ სანამ არ გავაკეთებთ, მცდელობა უნდა გავაგრძელოთ".

ბაიდენმა ასევე რეგიონში მიმდინარე დაპირისპირების შესახებ ისაუბრა: 

„ჩვენ განვაგრძობთ მცდელობას და თავიდანვე ვცდილობთ უზრუნველვყოთ, რომ როგორც ჩრდილოეთ ისრაელის, ასევე სამხრეთ ლიბანის მოსახლეობამ შეძლოს თავიანთ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნება. სახელმწიფო მდივანი, თავდაცვის მდივანი, ჩვენი მთელი გუნდი და დაზვერვის საზოგადოება ცდილობენ ამის მიღწევას. ჩვენ გავაგრძელებთ მცდელობას, სანამ არ მივაღწევთ მიზანს, მაგრამ გასავლელი გზა ჯერ კიდევ გვაქვს“, - განაცხადა ბაიდენმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი