ძლიერი აფეთქებები რუსულ სამხედრო საწყობებში | კრასნოდარის და ტვერის ოლქების რამდენიმე დასახლებიდან ევაკუაცია განხორციელდა

გამოქვეყნდა:

რუსეთის კრასნოდარის მხარეში, ქალაქ ტიხორეცხკში დრონების შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა, რომელიც ფეთქებად საშიშ ობიექტებზე გავრცელდა. სამხედრო საწყობის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქებები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას bbc ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარეობს ხანძრის ადგილზე მდებარე დასახლების მცხოვრებთა დროებით ევაკუაცია. ტიხორეცკში დროებითი განსახლების ცენტრი მოეწყო. შემთხვევის ადგილზე სახანძრო ეკიპაჟები და სპეცსამსახურები მუშაობენ.

დრონებით შეტევის შემდეგ ევაკუაცია განხორციელდა ტვერის ოლქში სტარაია ტოროპას სარკინიგზო სადგურიდან. გაუქმდა რამდენიმე სამგზავრო მატარებლის რეისი, სხვები, მათ შორის მოსკოვი-პსკოვი და სანკტ-პეტერბურგი-სმოლენსკი, ალტერნატიულ მარშრუტზეა გაგზავნილი და დაახლოებით ორი საათის დაგვიანებით მოძრაობს.

იმავდროულად, წყაროები იუწყებიან ტვერის რეგიონის სოფელ ოქტიაბრსკში შეიარაღებული ძალების მთავარი სარაკეტო და საარტილერიო სამმართველოს 23-ე არსენალში ძლიერი აფეთქების შესახებ. ეს სამხედრო ობიექტი მდებარეობს ტოროპეტიდან სამხრეთით 16 კმ-ში, სადაც რამდენიმე დღით ადრე ააფეთქეს საბრძოლო მასალის კიდევ ერთი დიდი საწყობი და სტარაია ტოროპას სარკინიგზო სადგურიდან 8,5 კილომეტრში.

ქსელებში გამოჩნდა გადაუმოწმებელი კადრები, სადაც ჩანს ძლიერი აფეთქება და სიკაშკაშე. NASA-ს ინტერაქტიულ რუკაზე სოფელ ოქტიაბრსკის ტერიტორია ხანძრის შედეგად არის მოცული.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი