ჩეჩნეთის ყოფილი პრემიერი რუსეთის სკოლებში დარვინის თეორიის აკრძალვას ითხოვს

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრემიერ-მინისტრის თანაშემწე, გროზნოს ყოფილმა მერი და ჩეჩნეთის ექს-პრემიერი მუსლიმ ხუჩიევი რუსეთის განათლების სამინისტროს სასკოლო სახელმძღვანელოებიდან დარვინის თეორიის ამოღებას სთავაზობს. როგორც რუსული მედია წერს, ამის შესახებ მან სრულიად რუსეთის მშობელთა კომიტეტის პირველი შეხვედრის დროს განაცხადა.

"ყველამ იცის, რომ ეს არის მცდარი თეორია, ის ეწინააღმდეგება რელიგიას. ეს არის პირველი ნაბიჯი ჩვენი ბავშვების სულიერი დაკნინებისკენ. ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ წავშალოთ ეს. დარვინის თეორია არ შეესაბამება სიმართლეს, ის ეწინააღმდეგება რელიგიურ განათლებას, ეს ყველა რელიგიამ აღიარა. კიდევ ვის სჭირდება ამის აღიარება, რომ სახელმძღვანელოებიდან ამოღებულ იქნეს და ჩვენი შვილების ცნობიერებაში არ მოხვდეს?" – აცხადებს ხუჩიევი.

რუსეთის განათლების მინისტრს სერგეი კრავცოვს ამ წინადადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი