საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციები დაუყოვნებლივ აღარ გასაჯაროვდება

გამოქვეყნდა:

საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების წარდგენისა და გამოქვეყნების წესი შეიცვალა. კანონში ცვლილებების შეტანამდე საჯარო მოხელეების დეკლარაციები შევსებიდან 48 საათში ქვეყნდებოდა საჯაროდ, ამჟამად კი ეს პერიოდი შესაძლოა 2 თვემდეც გაგრძელდეს.

 „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებში აღნიშნულია, რომ თუ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ხარვეზს შეიცავს, ანტიკორუფციული ბიურო შესაბამის პირს ამ დეკლარაციის წარდგენიდან 1-თვიან პერიოდში მიუთითებს აღნიშნულ ხარვეზზე და მის აღმოსაფხვრელად 1-თვიან ვადას განუსაზღვრავს. აღნიშნული 1-თვიანი პერიოდის ან 1-თვიანი ვადის განმავლობაში ამ დეკლარაციის გასაჯაროება ან მასში ასახული ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა დაუშვებელია.

კანონი საკანონმდებლო მაცნეზე მიმდინარე წლის 12 ივნისს გამოქვეყნდა. სადაც აღნიშნული იყო, რომ მუხლი, რომელიც დეკლარაციის ვადებს ეხებოდა, გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს ამოქმედდებოდა. აღნიშნული ვადა 12 სექტემბერს დასრულდა. ანტიკორუფციული ბიუროს საიტზე ბოლო დეკლარაცია კი 7 სექტემბერს არის ატვირთული.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი