ირაკლი კობახიძე აშშ-ში მიემგზავრება

გამოქვეყნდა:

ანტიამერიკული განცხადებებისა და  ივანიშვილის მოსალოდნელი დასანქცირების ფონზე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხვალ ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად გაემგზავრება.

ჯერჯერობით უცნობია, რა ორმხრივი შეხვედრები ექნება პრემიერ-მინისტრს გენერალური ასამბლეაში მონაწილეობის გარდა. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, დეტალური ინფორმაცია ხვალ გასაჯაროვდება.

პრემიერი კობახიძე აშშ-ში მიემგზავრება აშშ-ის ელჩთან შეხვედრისას გაკეთებული განცხადების ფონზე: კობახიძე რობინ დანიგანს 17 სექტემბერს, გარკვეული პირების მიმართ ამერიკული სანქციების დაწესების შემდეგ შეხვდა და განაცხადა, რომ მორიგმა მსგავსმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს. 20 სექტემბერს "ამერიკის ხმამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი