"დონორი ორგანიზაციების 750 მილიონი ლარი ივანიშვილის მაფიოზურმა კლანმა მიითვისა" | ვასო ურუშაძე ვაზიანის მიწისქვეშა გაზსაცავის ჩავარდნილ პროექტზე

გამოქვეყნდა:

შეუსრულებელი დაპირებები და გახარჯული მილიონობით ლარი, - "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს.

ცოტა ხნის წინ გაერთიანების ანტიკორუფციული საკითხების მდივანმა, ვასო ურუშაძემ საგანგებო განცხადება გააკეთა და ვაზიანის მიწისქვეშა გაზსაცავის ჩავარდნილ პროექტზე ისაუბრა, რომლის განხორციელებისთვის დონორი ორგანიზაციების მიერ 750 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა პროექტი ამ დრომდე არ განხორციელებულა.

"10 წელია, ივანიშვილის ხელისუფლება გვპირდება, რომ ააშენებს მიწისქვეშა გაზსაცავს, მაგრამ დღეს, 2024 წელს ვიმყოფებით ტრიალ მინდორში. აღსანიშნავია, რომ 750 მილიონი ლარი, რომელიც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების დონორი ორგანიზაციების მიერ იყო გამოყოფილი, ივანიშვილის მაფიოზურმა კლანმა გაფლანგა და კორუფციული გზით მიითვისა", - განაცხადა ურუშაძემ.

მისი თქმით, ივანიშვილის კლანი ანადგურებს საქართველოს პერსპექტივას, საქართველოს ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობებს. ურუშაძის განმარტებით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც არ გააჩნია გაზსაცავი. გაზსაცავი, რომელიც დაახლოებით 300 ათასი კუბური მეტრის რეზერვუარებს უზრუნველყოფდა, შესაძლებლობას მოგვცემდა, ზაფხულის პერიოდში ბუნებრივი აირი დაგვეგროვებინა და ზამთარში მიგვეწოდებინა მოსახლეობისთვის.

"იმის გარდა, რომ ეს გააიაფებდა ტარიფებს, საქართველოს უზრუნველყოფდა ენერგოდამოუკიდებლობითა და ენერგოუსაფრთხოებით, რაც დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა, თუმცა ივანიშვილის ხელისუფლება, მისი მაფიოზური კლანი დაინტერესებულია მხოლოდ პირადი სარგებლით", -  აღნიშნა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციული საკითხების მდივანმა ვასო ურუშაძემ.

 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი