იაპონიაში წყალდიდობასა და მეწყერს ებრძვიან | დაიღუპა ერთი და დაკარგულია რამდენიმე ადამიანი

გამოქვეყნდა:

იაპონიაში სტიქიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, შვიდი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მეწყერი და წყალდიდობა მიწისძვრის შედეგად დაზიანებულ სანაპირო რეგიონ იშიკავაში უპრეცედენტოდ უხვმა ნალექმა გამოიწვია.

იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ (JMA) შაბათს რეგიონისთვის ყველაზე მაღალი, "სიცოცხლისთვის საშიში" განგაშის დონე გამოაცხადა. მათივე პროგნოზით, კოკისპირული წვიმები სავარაუდოდ კვირამდე გაგრძელდება.

ოთხ ქალაქში, 40 000-ზე მეტ ადამიანს დაევალა ევაკუაცია მას შემდეგ, რაც რეგიონში, სულ მცირე, ათამდე მდინარე ადიდდა. იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის NHK-ის ცნობით, დაკარგულთაგან ორი ადამიანი მდინარის ძლიერმა დინებამ წაიღო.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი