დაზვერვის მონაცემებით, კრემლი ზამთარში უკრაინის ბირთვული ენერგეტიკის ობიექტებზე დარტყმებს გეგმავს | სიბიგა

გამოქვეყნდა:

უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, კრემლი ზამთარში უკრაინის ბირთვული ენერგეტიკის კრიტიკულ ობიექტებზე დარტყმებს გეგმავს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

სიბიგას ინფორმაციით, საუბარია ატომური სადგურების ღია გამანაწილებელ მოწყობილობებსა და გადამცემ ქვესადგურებზე, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბირთვული ენერგეტიკის უსაფრთხო მუშაობისთვის.

„ამ ობიექტებზე დარტყმა ქმნის ბირთვული ინციდენტის მაღალ რისკს, რასაც გლობალური შედეგები ექნება. შესაბამისი ინფორმაცია უკრაინის სპეცსამსახურებმა უკვე გადასცეს პარტნიორებს. ასევე ინფორმირებულია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოც“, – აღნიშნავს სიბიგა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე წერს, რომ რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც დაიკავა ატომური სადგური ევროპაში, რითაც მსოფლიოს აშანტაჟებს.

ის ასევე მადლობას უხდის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უკრაინის რიგ ენერგეტიკულ ობიექტებზე მისიების გაფართოების გადაწყვეტილებისთვის და ითხოვს ამ შეთანხმებების განხორციელების დაჩქარებას.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი