ცვლილება შესაძლებელია და 2030-ში საქართველოს მოქალაქეებს, ქართულთან ერთად, ჯიბეში ედებათ ევროპული პასპორტი | ელენე ხოშტარია

გამოქვეყნდა:

კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერები თბილისში, ისანი-სამგორის მოსახლეობას რიყეზე ხვდებიან. კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ საზოგადოებას მიმართა და მათ ევროპული არჩევანის გარშემო კონსოლიდაციისაკენ მოუწოდა:

"ერთადერთი, რაც ჩვენ გვჭირდება არის რწმენა და მშვიდობით, პრინციპულობით, შეუპოვრობით 26-ში ცვლილების არჩევანის გაკეთება, ხმების დაცვა და ევროპა მართლაც გახდება ჩვენი სახლი. ჩვენ ძალიან ბევრს დავდივართ და თუ რამის გარშემო არის ხალხი გაერთიანებული, ეს არის ცვლილების წყურვილი და ეს ცვლილება არის შესაძლებელი, ეს ცვლილება არის ძალიან ახლოს. ოღონდ, ჩვენ ცვლილება გვინდა არ ცვლილებისთვის, არა ჩანაცვლებისთვის, არამედ მართლა ახალი, ღირსეული ევროპული საქართველოს მომავლისთვის და სწორედ ეს უნდა გავაკეთოთ 26-ში. 

ჩვენ ვნახეთ თბილისის ქუჩებში, ბათუმში, ქუთაისში, ყველგან, რომ ქართველმა ხალხმა არჩევანი უკვე გააკეთა და ეს არჩევანი არის ევროპული მომავალი. ახლა ჩვენ უნდა მივიდეთ, გავაფორმოთ ეს არჩევანი და გავხდეთ მართლაც ღირსეული წვერები ევროპის და 2030-ში თქვენ ყველას და საქართველოს მოქალაქეებს, ქართულ პასპორტთან ერთად, ჯიბეში ედებათ ევროპული პასპორტი. ამას ჩვენ ვიმსახურებთ და ამას ჩვენ მივაღწევთ", - მიმართა მოსახლეობას ელენე ხოშტარიამ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი