ბრეგაძემ „აგენტების რეესტრში“ მონაცემების წარდგენის წესში ცვლილება შეიტანა

გამოქვეყნდა:

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ახალი ბრძანება გამოსცა, რომლითაც "აგენტების რეესტრში" ცვლილება შევიდა მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის წარდგენის წესში. ბრძანება უკვე ამოქმედებულია, თუმცა საკანონმდებლო მაცნეში ცვლილების ასახვის პროცესი მიმდინარეობს.

„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილება 51-ე დღეს შევიდა, როცა ორგანიზაციებისთვის უკვე ამოწურული იყო საკუთარი სურვილით სარეგისტრაციო განაცხადებით მიმართვის შესაძლებლობა.

იუსტიციის მინისტრი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან აღარ ითხოვს დასაქმებულთა პირად ნომრებს, თუმცა კვლავ აინტერესებს საბანკო მონაცემები და მათთვის დარიცხული ხელფასები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი