ანტიამერიკული განცხადებებისა და ივანიშვილის მოსალოდნელი დასანქცირების ფონზე კობახიძე აშშ-ში მიემგზავრება | დაგეგმილი შეხვედრებზე ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძე აშშ-ში მიემგზავრება | დაგეგმილი შეხვედრების შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22-26 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა და 25 სექტემბერს გაერო- გენერალური ასამბლეის 79- სესიაზე სიტყვით გამოვა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებსმომავლის სამიტში“, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ოლაფ შოლცის და ნამიბიის პრეზიდენტ ნანგოლო მბუმბას ორგანიზებით იმართება.
დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაერო- გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან.მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით გენერალური ასამბლეის 79- სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება. - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ პრემიერი კობახიძე აშშ-ში მიემგზავრება აშშ-ის ელჩთან შეხვედრისას გაკეთებული განცხადების ფონზე: კობახიძე რობინ დანიგანს 17 სექტემბერს, გარკვეული პირების მიმართ ამერიკული სანქციების დაწესების შემდეგ შეხვდა და განაცხადა, რომ მორიგმა მსგავსმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს. 20 სექტემბერს "ამერიკის ხმამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი