"ოცნება" წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურს იყენებს | ვაკის საარჩევნო შტაბში ინვენტარი საკრებულოდან შეიტანეს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურს იყენებს. "მთავარ არხს" გამოუგზავნეს კადრები, რომელიც თბილისში ჭავჭავაძის გამზირზეა გადაღებული. წყაროს ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს "ოცნების" ვაკის საარჩევნო შტაბში ინვენტარი საკრებულოდან შეიტანეს. აღნიშნულ შტაბს "ქართული ოცნების" ვაკის დელეგატი ზუკა რურუა ხელმძღვანელობს.

"საარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არის კონკრეტული ინციდენტი, კონკრეტული დანაშაული, ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ქონებას იყენებს "ქართული ოცნების" ვაკის ორგანიზაცია. ცხადია, ეს არის დანაშაული, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.

ფაქტია, რომ არათანაბარი გარემოა, ფაქტია, რომ "ქართულ ოცნებას" მთელი სახელმწიფო რესურსები აქვს და იყენებს მის სასიკეთოდ, პარტიული მიზნებისთვის. თუმცა მეტი ამომრჩეველი, მეტი ადამიანი საარჩევნო უბანზე განსაზღვრავს იმ შედეგს, რომელიც ნამდვილად დადგება, დემოკრატიული ოპოზიცია გაიმარჯვებს და ქართველი ხალხი აირჩევს ევროპულ მომავალს," - ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა ფარულავა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი