მოსკოვში თავდაცვის სამინისტროსთან გამართულ აქციაზე მობილიზებულთა ოჯახის წევრები დააკავეს

გამოქვეყნდა:

რუსეთში ე.წ ნაწილობრივი მობილიზაციის დაწყების მეორე წლისთავთან დაკავშირებით, მოსკოვში თავდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციაზე შეკრებილი მობილიზებულების ცოლები, დედები და ნათესავები  პოლიციამ დააკავა.

აქციის მონაწილეები მათი ახლობლების დემობილიზებას და სახლში დაბრუნებას ითხოვდნენ. ასევე, მათ სურდათ თავდაცვის მინისტრს შეხვედროდნენ, თუმცა უშედეგოდ, რის შემდეგაც მათ ღამის გათენება გადაწყვიტეს, რამაც პოლიციის გაღიზიანება და ათობით აქციის მონაწილის დაკავება გამოიწვია.

აქციის დაწყებამდე პოლიციამ გამოცემა "სოტა ვიჟენის" ორი ჟურნალისტიც დააკავა, რომლებიც აქციის გაშუქებას გეგმავდნენ. ისინი განყოფილებიდან გაფრთხილების შემდეგ გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რომ 2 წლის წინ, 2022 წლის 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში ომის გასაგრძელებლად ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. იმავე პერიოდში მნიშვნელოვნად გამკაცრდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ბრძოლაში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში.
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი