"კობახიძე სთხოვს ისრაელის მაღალჩინოსნებს, რომ ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა უშუამდგომლოს სალივანთან შეხვედრის მოსაწყობად" | გია ხუხაშვილი

გამოქვეყნდა:

შეხვდებიან თუ არა ამერიკელი მაღალჩინოსნები ირაკლი კობახიძეს ჯერჯერობით უცნობია. პოლიტოლოგი და "ქართული ოცნების" გუნდის ყოფილი წევრი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ირაკლი კობახიძე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველ ჯეიკ სალივანთან შეხვედრის მოსაწყობად შუამდგომლობას ისრაელის მაღალჩინოსნებს სთხოვს.

"საერთოდ, ჩემი სტილი არ არის სკანდალური ინფორმაციის “გახეთქვა”, მაგრამ ამჯერად საქმე გვაქვს მორალური ფსკერის მორიგ ჩანგრევასთან, ზღვარგადასულ თავხედობასა და უტიფრობასთან:

საქმე იმაში გახლავთ, რომ ბატონი კობახიძე სთხოვს ისრაელის მაღალჩინოსნებს, რომ ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა უშუამდგომლოს სალივანთან შეხვედრის მოსაწყობად.

ამას აკეთებს კაცი, რომელიც ცოტა ხნის წინ ირანში გახლდათ “სატირალში” ჩასული და ისრაელის განადგურებით ფანატიკურად შეპყრობილი ტერორისტების გვერდზე იყო გამოჯგიმული.

ყველაფერი მინახავს, მაგრამ თავხედობის და სიბრიყვის ასეთი ჯოჯოხეთური ნაზავი არ მინახავს…" - წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი