ბირმინგემში მასობრივი სროლის შედეგად დაშავებულების რაოდენობა 18-მდე გაიზარდა | დამნაშავეს ამ დრომდე ეძებენ

გამოქვეყნდა:

ბირმინგემში მასობრივი სროლის შედეგად დაშავებულების რაოდენობა 18-მდე გაიზარდა - Dailymai-ის ცნობით, ალაბამას უნივერსიტეტთან მომხდარი სროლისას ეჭვმიტანილ, შეიარაღებულ პირს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

ცნობილია, რომ გარდაცვლილებს შორის სამი კაცი და ერთი ქალია. 

"დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გამოვავლინოთ და ამოვიცნოთ, ვინ იყო პასუხისმგებელი მომხდარზე", - აცხადებენ პოლიციაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილის დასაკავებლად 5000 დოლარის ოდენობით ჯილდოც დაწესდა. დაშავებულების ნაწილი ალაბამას საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს. 

პოლიციას მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩები გადაკეტილი აქვს - მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი