ბოდიში, რომ საქართველო დამოუკიდებელია | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილი რომ რუსეთის ინტერსების მიხედვით და სავარაუდო მოსკოვიდან მიღებული დირექტივების მიხედვით მოქმედებს, ძალიან კარგად გამოჩნდა თუნდაც იმ სამარცხვინო ბოდიშის ისტორიაში, რომელიც ოლიგარქს თუ დავუჯერებთ, ქართველ ხალხს გვაქვს მოსახდელი ოს და აფხაზ სეპარატისტებთან. ასეთი ბოდიშის იდეა აბსურდული, მოღალატეობრივი და სამარცხვინოა. საინტერესოა, რომ ივანიშვილის ამ გამოსვლებში მიზანმიმართულად არის ამოგდებული რუსეთი და ის დანაშაული რასაც რუსი სამხედროები ათწლეულების განმავლობაში ჩადიოდნენ ჩვენი მოქალაქეების მიმართ.

ივანშვილი საერთოდ არ ახსენებს რუსეთს და ზედმიწევნით იმეორებს კრემლის  პროპაგანდის. სავარუდოდ სწორედ მოსკოვიდან მიღებული დავალებების შესაბამისად გადააქვს ისრები დასავლეთისკენ. ჩვენი ქვეუნის   ასობით ათას მოქალაქეს რუსეთმა ეთნოწმენდა მოუწყო და საკუთარი სახლიდან გამოაგდო. დღეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი თავისივე ქვეყანას უმძიმეს ბრალდებებს უყენებს და რუსების მიერ სახლიდან გამოყრილ, დამცირებულ და პატივაყრილ მოქალაქეებს, ხმის მიცემას სთხოვს ერთადერთი დაპირებით, რომ ამ მოქალაქეების სამშობლო საბოლოოდ ჩააბაროს რუსებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი