ირანელმა მაღალჩინოსანმა „ჰეზბოლას“ პეიჯერებსა და ირანის ყოფილი პრეზიდენტის ავიაკატასტროფას შორის შესაძლო კავშირზე მიანიშნა | მედია

გამოქვეყნდა:

თეირანი ჩართული იყო იმ პეიჯერების შეძენაში, რომლებიც „ჰეზბოლას“ წევრებს ჰქონდათ და გასულ კვირას ლიბანის მასშტაბით აფეთქდა - ამის შესახებ ინფორმაციას ირანელი მაღალჩინოსანი ავრცელებს. მან ასევე მიანიშნა, რომ მსგავსი მოწყობილობა შესაძლოა, ყოფილიყო ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზიც, რასაც ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი ემსხვერპლა.

ირანელი ჟურნალისტი მოჰამად აჰვაზე სოციალურ ქსელში წერს, რომ ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის წევრი აჰმად ბახშაიეშ არდესტანი აცხადებს, რომ ირანის ყოფილი ლიდერი იყენებდა ისეთ პეიჯერს, რომელთა აფეთქებასაც გასულ კვირაში ლიბანში მსხვერპლი მოჰყვა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, „ჰეზბოლას“ წევრების პეიჯერებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების აფეთქებას სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა და ათასობით დაშავდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი