"ზუგდიდი და სამეგრელო არასოდეს ბოდიშს არ მოუხდის მტერს და ოკუპანტს!" | "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდის მოსახლეობას ხვდება

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია, რომელიც ამ არჩევნებზე რამდენიმე ცენტრით, თუმცა ერთიანი სტრატეგიით იქნება წარმოდგენილი, მოქალაქეებთან შეხვედრებს აგრძელებს. ამ წუთებში "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდში ამომრჩევლებს ხვდება და საკუთარ საარჩევნო პროგრამასა და სამომავლო ხედვას წარუდგენს.

პარტიის წევრმა ანა წითლიძემ საზოგადოებას მიმართა. ის ოლიგარქის ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ზუგდიდი და სამეგრელო ოკუპანტს ბოდიშს არ მოუხდიან.

"ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები. ეს არის ისტორიული არჩევნები, სადაც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორ საქართველოში გვინდა ჩვენ ცხოვრება. სადაც გადაწყდება ქართული სახელმწიფოს არსებობის ან არარსებობის საკითხი", - განაცხადა წითლიძემ.

პარტიის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას თქმით კი, 25 ოქტომბერს საქართველო ევროპულ პერსპექტივას დაიბრუნებს.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი