თურქეთში ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ამოტრიალდა | დაშავდა სულ მცირე 18 პირი

გამოქვეყნდა:

თურქეთში,  ევშეჰირის პროვინციაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სულ მცირე 18 ადამიანი დაშავდა. ინფორმაცია ამის შესახებ ადგილობრივ მედიაში ვრცელდება. 

მედია წერს, რომ მიკროავტობუსს ტურისტები გადაჰყავდა მაშინ, როცა კაპადოკიიდან ანტალიისკენ მიმავალ გზაზე ამოტრიალდა. დაშავებულებს შორის 15 ტურისტი, 2 მძღოლი და ერთი გიდია.

პოლიციის ინფორმაციით, წვიმიანი გზის გამო, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც ავტომობილი ამოტრიალდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი