"გვაქვს სერიოზული შეკითხვები?" | კალაძე არ პასუხობს შეკითხვას, აპირებს თუ არა ივანიშვილი აშშ-დან ელჩის გამოწვევას

გამოქვეყნდა:

კალაძე არ პასუხობს შეკითხვას, აპირებს თუ არა "ოცნება" და მისი მმართველი ივანიშვილი აშშ-დან ელჩის გამოწვევას. "ოცნების" გენ. მდივანი და თბილისის მერი ამ შეკითხვას "სისულელეს" უწოდებს- "გვაქვს სერიოზული შეკითხვები? დრო არა მაქვს ამ სასულეებზე დავკარგო" - უთხრა კალაძემ ჟურნალისტებს შეკითვაზე .

გადაცემა "დროების" ინფორმაციით, ქართული ოცნების დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა აშშ-დან პირადად მიიღო გზავნილი, რომლის თანახმადაც ვაშინგტონი პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესა და მის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციას წყვეტს.

"დროების" ცნობითვე, ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს მთავრობას ამერიკიდან საქართველოს ელჩი გამოაწვევინოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი