გერმანიის პრეზიდენტი პოლიტიკური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი პოლიტიკური მოტივით ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების ზრდის წინააღმდეგ უფრო გადამჭრელი ზომების მიღებას ითხოვს. გერმანიის პრეზიდენტმა ეს განცხადება პოლიტიკური ძალადობის მსხვერპლებთან შეხვედრისას გააკეთა.

შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ საზოგადოება, სადაც პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ვრცელდება და რომელიც დუმილით აკვირდება მომხდარს, მალე აღარ იქნება დემოკრატიული.

„აი, რატომ არ შეიძლება თვალის დახუჭვა“, - განაცხადა შტაინმაიერმა.

მისივე თქმით, ბოლო დროს, მომრავლებული პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულებები ტენდენციაა. 

ამავდროულად, შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ არსებული სიტუაცია არ შექმნილა ერთ დღეში, არამედ თანდათანობით ყალიბდებოდა ენის გაუხეშების, შემაკავებელი ზღვრების შემცირების, დისკუსიებში შეურიგებლობის ზრდის, საზოგადოების ცალკეული ჯგუფების გაუფასურებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ უპატივცემულობის გზით. მისივე თქმით, ასეთ სიტუაციაში იწყება „დემოკრატიის ეროზია“.

გერმანიის პრეზიდენტთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის შედეგად დაზარალებულები და დაღუპულთა ოჯახის წევრები. 

სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს გერმანიაში პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების რიცხვი რეკორდულად გაიზარდა და 60 000-ს შემთხვევას გადააჭარბა. ამ დანაშაულთა უმრავლესობა მემარჯვენე ექსტრემისტების მიერ იყო ჩადენილი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი