რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ომარ ოკრიბელაშივლი და საბა მეფარიშვილი პატიმრობაში დატოვეს

გამოქვეყნდა:

მოსამართლე ნათია გუდაძის გადაწყვეტილებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული ომარ ოკრიბელაშივლი და საბა მეფარიშვილი პატიმრობაში დარჩნენ. 

ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

მოსამართლემ მომდევნო სხდომა 11 ნოემბერს ჩანიშნა, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა.

ფოტო: პუბლიკა

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი