"ჩვენ არ ვაანონსებთ შესაძლო სანქციებს... აშშ ძალიან შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით" | აშშ-ის საელჩო

გამოქვეყნდა:

"ჩვენ არ ვაანონსებთ შესაძლო სანქციებს... აშშ ძალიან შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში "მთავარი არხის" კითხვას პასუხობს.

- სანქციებთან დაკავშირებით არის კონკრეტული დადგენილება, სადაც აღნიშნულია იმ ადამიანების პასუხისმგებლობა, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს და ასრულებენ რუსული დაზვერვის ან ე.წ. ეფესბეს დავალებებს. ეს ბიძინა ივანიშვილზეც შესაძლოა გავრცელდეს?

- ჩვენ არ ვაანონსებთ შესაძლო სანქციებს და არაფერი გვაქვს დასაანონსებელი. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ შეერთებული შტატები ძალიან შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, დეზინფორმაციითა და ნეგატიური რიტორიკით შეერთებული შტატებისა და დასავლეთის მიმართ. როგორც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა განაცხადა, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი მიმოხილვა გაგრძელდება მთავრობის ქმედებების საპასუხოდ და ჩვენ ყოველთვის ვიტოვებთ უფლებას გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი.

ქალების მარში თბილისში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი