"ოცნების" რეიტინგი ისტორიულად დაეცა | ოლიგარქმა დეპუტატების ნაწილი სიის მიღმა დატოვა

გამოქვეყნდა:

არჩევნებამდე 1 თვით ადრე, "ქართული ოცნების" რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა. ბიძინა ივანიშვილის შიდაპარტიულმა კვლევამ აჩვენა, რომ მხარდაჭერა მხოლოდ 30%-ს შეადგენს - ისიც ალოკაციით, ალოკაციის გარეშე სახელისუფლო მხარდაჭერა მხოლოდ 25 პროცენტია. სავარაუდოა, რომ "ოცნება" პარლამენტში უმრავლესობით ვერ შევა.

სავარაუდოდ, მოქმედი დეპუტატების უმრავლესობა მომავალ პარლამენტში აღარ იქნებიან. მაგალითად, არჩილ თალაკვაძე, რომელიც 2020 წელს სიის მეორე ნომრად ჩაწერა ივანიშვილმა, ახლა საპარლამენტო სიის მიღმა დარჩა. "მთავარი არხის" ინფორმაციით მას შესთავაზეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეობა და დაჰპირდნენ, რომ იანვრიდან ჯანდაცვის მინისტრად დანიშნავდნენ. საპარლამენტო გამსვლელი სიის მიღმა დარჩენილებს შორის არიან ირმა ზავრადაშვილი და რიმა ბერაძეც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი