ივა ჭყონია "კოალიცია ცვლილებისთვის" გუნდს შეუერთდა

გამოქვეყნდა:

ივა ჭყონია "კოალიცია ცვლილებისთვის" გუნდს შეუერთდა. ამომრჩეველს ის კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ წარუდგინა.

"დღეს უნდა დავიწყოთ ბრძოლა იმ მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის, რომელიც წინ ელოდება ჩვენს ქვეყანას. სამოქალაქო პლატფორმიდან არაერთხელ მიბრძოლია და არაერთხელ მისაუბრია იმ პრობლემებზე, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში. არაერთხელ ამიხსნია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის, განსაკუთრებით რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნეს წარმომადგენლებისთვის, რა კეთილდღეობა მოიტანა ევროპამ, რა კეთილდღეობა მოიტანა ამერიკამ და რა კეთილდღეობა შეიძლება დავკარგოთ ხვალ და ზეგ, თუ არ მივიღებთ იმ სწორ გადაწყვეტილებას, რომელიც 26 ოქტომბერს არის მისაღები. სანამ ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მივიღებდი, ბოლო პერიოდში, არაერთ კერძო სექტორის წარმომადგენელთან მქონდა ინტენსიური შეხვედრა და ნურავის ნუ ჰქონია, რომ კერძო სექტორის წარმომადგენლები როდისმე პრორუსულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. კერძო სექტორი დგას იქ, სადაც არის ჩვენი ქვეყნის მომავალი. ჩვენი მომავალი არის ევროპაში, არის ჩვენს პარტნიორებთან აშშ-ში.

მინდა შევახსენო სახელმწიფო მოხელეებს, დონორების დაფინანსებულ ძალიან ბერ ღონისძიებაზე ვარ ნამყოფი, რომლებსაც დღეს, სამწუხაროდ, ზურგი აქციეს. ჩვენ ძალიან ბევრ რამეს შევცვლით და "კოალიცია ცვლილებისთვის" სწორედ რომ იქნება ხერხემალი, როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ორგანოში. დარწმუნებული ვარ, ამ ძალიან მაგარ გუნდთან ერთად, ჩვენ შევკრავთ ყველაზე მაგარ კოალიციას, რომელიც ჩვენს ქვეყანას წინ წაიყვანს, სადაც იქნება ის ლაღი ცხოვრება, სადაც ამდენი ემიგრანტი არ გვეყოლება. განსაკუთრებით მინდა მივმართო ჩვენი ემიგრანტების ოჯახებს, რომლებიც აქ არიან დარჩენილი, დღეს, ჩვენ უნდა გადავდგათ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ჩვენ უნდა შევცვალოთ ის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ ქვეყანაში ხდება. ამდენი ემიგრანტი და ამდენი სოციალურად დაუცველი არასდროს ჰყოლია ამ ქვეყანას. ის, რასაც ჩვენ დღეს გვიჩვენებენ არის ციფრები. კეთილდღეობა იქნება ცვლილებებში, კეთილდღეობა იქნება კოალიციასთან ერთად. აირჩიეთ 4!", - განაცხადა ივა ჭყონიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი