"ოცნებისა" და ივანიშვილის პოლიტიკა დღითიდღე ცხადად ხდება პრორუსული... პრო აღარ არის, ეს უკვე რუსულობაა", - საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ოცნება" დღითიდღე ავლენს პრორუსულ სახეს.
"ოცნებისა" და ივანიშვილის პოლიტიკა დღითიდღე, უფრო და უფრო ცხადად ხდება პრორუსული. პრო აღარ არის, ეს უკვე არის რუსულობა, ყველაფრის დათმობა, რაც მთავარი არის ამ ქვეყანაში. მათი კამპანია არ არსებობს. ამ წლის დასაწყისიდან არაფერი გაკეთებულა, აქა-იქ ფულის დარიგების გარდა. არაფერი არ გაკეთებულა ხმების მოსაპოვებლად, რასაც წინასაარჩევნო კამპანია ჰქვია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.