"დღეს საზოგადოება ითხოვს ცვლილებას და არა ჩანაცვლებას" | ნიკა მელიას მიმართვა

გამოქვეყნდა:

"დღეს საზოგადოება ითხოვს ცვლილებას და არა ჩანაცვლებას", - ამის შესახებ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ამომრჩეველთან შეხვედრაზე საუბრობს.

"რატომ კოალიცია ცვლილებისთვის?! რატომ საარჩევნო ნომერი 4?!  მე მიმაჩნია, თავმდამბლობის გარეშე ვიტყვი იმას, რასაც ვგრძნობ და რა ემოციებიც მაქვს დღიდან ამ კოალიციის დაფუძნებისა. აქ ჩვენ ვცდილობთ, რომ სხვანაირად ვიფიქროთ. სხვადასხვა მნიშვნელოვან, მაგრამ განსხვავებულ საკითხებზე ვისაუბროთ. ვცდილობთ, რომ ერთმანეთი არ ვაქოთ და არ ვადიდოთ. ვცდილობთ, რომ მომავალზე ვორიენტირდეთ, თავიდან ბოლომდე. კოალიცია ცვლილებისთვის ფარგლებში, არ ვართ არავინ 
გაერთიანებული წარსულით, არ ვართ არავინ ბიზნეს ინტერესებით გაერთიანებული და არ გვაკავშირებს არანაირი მერკანტილური ინტერესი.

კოალიცია ცვლილებისთვის მნიშვნელოვანი არის რამდენიმე მიმართულება. პირველი ერთხელ და სამუდამოდ, რომ ერთპარტიული მმართველობა, ის მანკიერი მმართველობა, რომელიც სამწუხაროდ ყოველი ხელისუფლების პირობებში სულ უფრო უარესი ხდებოდა, შეიცვალოს კოალიციური მმართველობით. ერთპარტიული და არაერთპიროვნული მმართველობა უნდა შეიცვალოს კოალიციური მმართველობით და არა ჩანაცვლდეს. სამწუხაროდ მოიძებნება ხალხი არა მხოლოდ სახელისუფლებო ტალანებში, ვინც იბრძვის არა ცვლილებისთვის, არამედ ჩანაცვლებისთვის.

ეს ვერ მოხდება 2024 წელს, ვინაიდან საზოგადოებამ ძალიან ბევრი რამ ნახა უკანასკნელი 33 წლის განმავლობაში. და ამ ისტორიულ შანსს, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ ხელშესახებად, ამ ისტორიულ შანსს ჩვენ ხელიდან არ გავუშვებთ. ჩვენ გვინდა, კოალიცია ცვლილებისთვის 4 ნომერს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში იყოს ძალიან კარგი მართმსაჯულების სისტემა, როგორც ... ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში იყოს დეცენტრალიზაცია, როგორც ხალხის მიერ მართვის გარანტი. ჩვენ გვინდა, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს შვილებს ჰქონდეთ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლება, უკეთესი და წარმატებული მომავლისთვის.

ეს ყველაფერი შესაძლებელია მხოლოდ დიდი მორალური უპირატესობით. შესაძლებელია მხოლოდ დაშვებული შეცდომების გააზრებით, შესაძლებელია მხოლოდ ნაცვალსახელ "ჩვენის" გამოყენებით, და არა გაუთავებელი მე მე მე -ს ძახილი ქართულ პოლიტიკაში, იქნება ეს ხელისუფლება, თუ სხვა რომელიმე პლატფორმა. დღეს საზოგადოება, ჩვენგან ითხოვს ცვლილებას და არა ჩანაცვლებას. თბილისმა უკანასკნელი 18 თვის განმავალობაში, მთავრობის უკუღმართი და არეული პოლიტიკური კურსის ფონზე, მთელს მსოფლიოს არწმუნებდა და დაარწმუნა, რომ არის ნამდვილი ევროპული დედაქალაქი.

დიახაც, უკანასკნელი 18 თვის განმავლობაში, საქართველოს მაქალაქეებმა ამაში დაარწმუნეს ყველანი. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ პოსტსაბჭოთა სივრციდან ეს სახელმწიფო არ გამოვიყვანოთ. ასეთი ისტორიული შანსი გააჩინა თავად კრიზისმა, გეოპოლიტიკურმა კრიზისმა გამოწვევებმა და ამ შესაძლებლობას სჭირდება ხორცის შესხმა. ხორცის შესხმა, მხოლოდ გამოვა იმ შემთხვევაში, თუ ვიქნებით მართლები.

პირველ რიგში, საკუთარ თავებთან. თუ საკუთარი თავების საუკეთესო ვერსიას შევთავაზებთ საზოგადოებას და გულწრფელად მოვისურვებთ, რომ ეს ქვეყანა იყოს დემოკრატიული წყობის. და არა ოპოზიციაში ვსაუბრობდეთ მრავალფეროვნებაზე, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მრავალფეროვნებას ვივიწყებდეთ. ძალა არის მრავალფეროვნებაში, ძალა არის სიმართლეში, ძალა არის სიმყარეში, ძალა არის იმ მართალ სიტყვაში, რომელსაც მე ახლა ვგრძნობ, როგორც არასოდეს.

12 წლის განმავლობაში ვარ ამ ბრძოლაში, მეგობრებთან ერთად ჩავერთე. ის მიზანი და ამოცანა ჯერჯერობით არ არის ჯერ შესრულებული და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიზნები და ამოცანები შესრულდება. და ქვეყანა გახდება წარმატებული ბედნიერი, ევროპული სახელმწიფო. თუმცა ეს მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ვიქნებით გულწრფელები. ჩემთვის ამოსავალი წერტილი არის საარჩევნო მანიფესტაციები, საარჩევნო პროგრამები. ამ პროგრამების ფარგლებში პოსტულატები. არც ერთ პოლიტიკური პარტია არ იტყვის, რომ ის არის ცუდი.

ყველა წარსდგება საზოგადოების წინაშე და იტყვის, რომ არის კარგი. მაგრამ საზოგადოება გრძნობს, ვინ არის გულწრფელი, ვის აქვს გააზრებული საკუთარი შეცდომები ვინ იაზრებს, რომ მან დაუშვა შეცდომები და ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ საზოგადოებას ამას არ ატყუებს. მე ბედნიერი ვარ რომ კოალიცია ცვლილების ფარგლებში თავი მოიყაარა ხალხმა, რომელსაც შეგვიძლაი თამამად ვთქვათ, რომ სადღაცას ჩვენ მეტი შეგვეძლო, სადგაც ჩვენ შეცდომა დავუშვით. დადგა დრო, როცა 26 ოქტომბერს, ჩვენ ჩვენი წარსულის აქმყოსა და მომავალს შორის უნდა ვიყოთ მართლები. არცერთმა შვილმა არ უნდა დაგვისვას კითხვა, წლების შემდეგ, მამა დედა თუ ასეთი მართლები იყავით, თუ ასეთი მაგრები იყავით, თუ მართლა ამდენი იყავით, როგორ მოხდა რომ ამდენი წლის მანძილზე ვერ გაიმარჯვეთ. ეს არ უნდა მოხდეს, მიუხედევად იმისა რომ არის ძაალიან მძიმე მოწინააღმდეგე, რომელმაც განიზრახა ავტოკრატიის ჩამოყალიბება, მაგრამ მას აქვს ყველაფერი გარდა ყველაზე მტავარისა.

და ეს ყველაზე მთავარი გვაქვს ჩვენ. სიმართლე, სიმართლე და მხოლოდ სიმართლე. მორალური დიდი უპირატესობა. თბილისი არავის არ პატიობს შეცდომებს,  არც ამ ხელისუფლებას აპატიებს, არს წინა ხელისუფლებას აპატია შეცდომა.დაუმახსოვრა. აი როგორც რაგბში არსებობს დამახსოვრებული ჯარიმა, და მერე ინიშნება რეალური ჯარიმა, ის მოხდა. რაც არ უნდა მოვიწონოთ, თუ არ მოვიწონოთ, ემოცუყრად თუ რაციონალად, პრაგმატულად, როცა თბილისმა ჩათვალა რომ მას სჭირდება ცვლილებები, ამ ცვლილებებს ყოველთვის მიაღწია და თბილისს ახლა სწირდება და გრძნობს, რომ მეტი უნდა იკისროს თავის თავზე, ვიდრე ჩვენმა თანამემალურებმა და მოქალაქეებმა იმ სხვა პატარა ქალაქებში, სადაც მეტი წნეხია. გაცილებით მეტი უნდა გავაკეთოთ თბილისელებმა, ვიდრე მაგალითად წნორში. რადგან მათზე უფრო მეტი ზეწოლაა. ემიგრანტებმა უფრო მეტი უნდა მოვინდომოთ, და ყველანი უნდა წავიდეთ არჩვენბზე, ვისაც ამის შესაზლებობა აქვს. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ცივილიზაციურია ეს არჩევნები, და ამ დროს ცივილიზაცია განვითარების სხვა ზონაში გადადის მსოფლიოში, ჩვენი ქართველები რა თქმაუნდა წავლენ საზღვარგარეთ. და ოკუპაცია გადარჩენილ ტერიტორიაზე, შემორცენილი ქართველები და გადარჩენილ ტერიტორიაზე ვიბრძოლებთ ბოლო ამოსუნქთვამდე. იმიტომრ ომ ასეთი შანსი ამ ქვეყანას აღარ ექნება. ეს არის ცივილიზაციური არჩევნები",- ნიკა მელია 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი