სენეგალის სანაპიროსთან, ნავში, სულ მცირე 30 ცხედარი იპოვეს

გამოქვეყნდა:

სენეგალის სანაპიროსთან სულ მცირე 30 გახრწნილი ცხედარი იპოვეს. სამხედრო საზღვაო ძალებს აცნობეს ნავის შესახებ, რომელიც დედაქალაქ დაკარიდან დაახლოებით 70 კილომეტრში ცურავდა, - ამის შესახებ უწყება ინფორმაციას X-ზე აქვეყნებს.

"ცხედრების იდენტიფიცირება დელიკატურად მიმდინარეობს მათი მდგომარეობის გამო", - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ვარაუდით, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად გახრწნილია გვამები, გარდაცვლილები ატლანტის ოკეანეში საკმაოდ დიდხანს იმყოფებოდნენ. ისინი მეთევზეებმა იპოვეს.

BBC-ი წერს, რომ ბოლო დროს, გაიზარდა მიგრანტების რაოდენობა, რომლებიც სენეგალიდან ესპანეთის კანარის კუნძულებზე ატლანტის ოკეანით იპარებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი