ბორის ჩელე ყურუას საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს

გამოქვეყნდა:

კოალიცია „ცვლილებისთვის” წევრს, ბორის ჩელე ყურუას საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. თავად ყურუა განმარტავს, რომ აქციებზე 500 ლარით დააჯარიმეს , თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილება მას არ ჩაბარებია. შესაბამისად თანხა არ გადაუხდია, რის გამოც, მას ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა.  

"500 ლარიანი ჯარიმა რომ დამიწერეს არ ჩაუბარებიათ გადაწყვეტილება
დიდი ხანი გავიდა მაგის მერე და ახლა ანგარიშები დამიყადაღეს, თან 50 ლარი ჯარიმა დამიმატეს რატომ არ გადაიხადეო 
თქვე ოჯახ აშენებულებო, გეთქვათ და ვიხდიდი იქნებ თავის დროზე" წერს ყურუა

ყურუას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს, გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ. საქმე ეხება რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებს, რომლის დროსაც აქციის არაერთი მონაწილის წინააღმდეგ გამოძიება  სწორედ ამ მუხლით დაიწყო.

განახლება: ბორის ჩელე ყურუამ ჯარიმა გადაიხადა და ანგარიშებზე წვდომა აღუდგა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი