ნიდერლანდები უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის 209,5 მლნ ევროს გამოყოფს და ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში 45 მილიონს შეიტანს

გამოქვეყნდა:

ნიდერლანდები უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის 209,5 მილიონ ევროს გამოყოფს - ინფორმაციას ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამპი X-ზე  ავრცელებს. 

"ნიდერლანდებმა გამოაცხადა 209,5 მილიონი ევროს ღირებულების ახალი მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას, მათ შორის EBRD-ის მეშვეობით და ჰუმანიტარული დახმარების გაწევას", - ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.

მისივე ცნობით, ნიდერლანდები უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში 45 მილიონ ევროს შეიტანს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი