ანტიკორუფციულის გადაწყვეტილება გასულია კანონის ჩარჩოებიდან და არის საშიში პრეცედენტი | იურიდიული განმარტება

გამოქვეყნდა:

"ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება გასულია კანონის ჩარჩოებიდან" -  წერს სოციალურ ქსელში  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე და რაჟდენ კუპრაშვილის უწყების გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც "აირჩიე ევროპა" და TI "გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად" ცნო და ფინანსური ანგარიშების გახსნისთვის 5 დღე მისცა.

"ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება გასულია კანონის ჩარჩოებიდან.

მისი მანდატი ვრცელდება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგზე. განცხადებული საარჩევნო მიზანი ის ფაქტობრივი გარემოებაა, როდესაც იკვეთება კონკრეტული პირის არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი.

რამდენიმე დღის წინ, ბიურომ, სრულიად დაუსაბუთებლად მიმართა სასამართლოს და ითხოვა ორგანიზაცია ,აირჩიე ევროპის“ და მასთან დაკავშირებული პირებისაგან ფინანსური ინფორმაცია. ამის გაკეთება მას არ შეეძლო, რადგან გამოკვეთილი არ იყო ის სუბიექტი, რომლის მონიტორინგიც მიმდინარეობდა.

ბიურო აღმოჩნდა პროცედურულ ჩიხში. თუმცა, მას მაშველ რგოლად სააპელაციო სასამართლო მოევლინა, რომელმაც კანონს მისცა იმგვარი ინტერპრეტაცია, რომლითაც გზა გაუხსნა ბიუროს შემდგომ უკანონო ნაბიჯებს.

ამ პრაქტიკაზე დაყრდნობით, ბიურომ დღეს განცხადებული პოლიტიკური მიზნების მქონე სუბიექტად ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გამოაცხადა და შესაბამისად, საკუთარი მანდატი გაივრცელა მის ფინანსურ მონიტორინგზე.

,,რუსული კანონის“ სწრაფი ამოქმედების ნაცვლად, ბიუროს მექანიზმი ამოქმედდა ორგანიზაციების საქმიანობის და გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად.

ეს არის საშიში პრეცედენტი, თუმცა, როდესაც არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, ბიუროს თვითნებობა" - წერს ნონა ქურდოვანიძე

ასევე საია და "სამართლიანი არჩევნები" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მიიჩნევენ, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ეს გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან  არ შეესაბამება "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ცნების განმარტებას.გარდა ამისა, კანონის ამგვარი ინტერპრეტაცია ქმნის სახიფათო პრეცედენტს იმისთვის, რომ იგი გამოყენებულ იქნეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების არაპროპორციულად შეზღუდვისთვის

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი