ვიეტნამში წყალდიდობას 3 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

24 სექტემბერს, ცენტრალურ ვიეტნამში, წყალდიდობის შედეგად დაიღუპა მინიმუმ 3 და ევაკუირებულია 10 000-ზე მეტი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ვიეტნამის ხელისუფლება ავრცელებს.

შაბათიდან მოყოლებული, წყალდიდობის შედეგად დაზიანდა 320-მდე საცხოვრებელი სახლი და განადგურდა 6300 ჰექტარზე გაშენებული მოსავალი. დაზიანდა ან წყალში ჩაიძირა სულ მცირე 40 სასწავლებელი დაწესებულების შენობა.

ბოლო სამი დღის განმავლობაში უკეთესი თავშესაფრის და ამაღლებული ტერიტორიების მოსაძებნად 11 700-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი სახლი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი