"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერები მარნეულის მოსახლეობას შეხვდნენ

გამოქვეყნდა:

კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერები მარნეულში მოსახლეობას შეხვდნენ. კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ სიტყვით გამოსვლისას ამომრჩევლებს მიმართა და განაცხადა, რომ "ჩვენი სამშობლოს ბედი სასწორზეა" და საქართველო ან ევროპისკენ მიდის და ჩვენ ვართ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ან ქვეყანა ცივილიზაციის მიღმა რჩება, რაც, მისი თქმით, ჩვენს არჩევანს ეწინააღმდეგება.

"საქართველო არის ჩვენი და ჩვენ ყველამ ის უნდა გადავარჩინოთ. გადავარჩინოთ იმიტომ, რომ ჩემი და თქვენი, ჩემი შვილების და თქვენი შვილების ბედი ახლა არის სასწორზე, ისევე როგორც ჩვენი სამშობლოს ბედი არის შეგდებული სასწორზე, ან ჩვენი ქვეყანა მიდის ევროპისკენ და ჩვენ ვართ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ან ჩვენ ვრჩებით ცივილიზაციის მიღმა, რაც ჩვენს არჩევანს ეწინააღმდეგება. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც თუ არ ვცდები მეორე  ქვეყანაა, სადაც პირველ დამფუძნებელ კრებაზე, პირველ პარლამენტში, 1918-21 წლებში იყო მუსლიმი ქალი, პარლამენტის წევრი. ჩემთვის ეს, უმნიშვნელოვანესი ამბავია, თან ქალი, თან მუსლიმი 1918-21 წლებში ეს გვაჩვენებს ყველას, რომ ეს ქვეყანა იმსახურებს იყოს წინ, ბევრად უფრო წინ, ვიდრე ის არის ახლა", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ოქტაი ქაზუმოვის თქმით კი "ცვლილებები უკვე დაწყებულია და დროა ცვლილებისა!.. მოვდივართ, რომ კი არ ჩავანაცვლოთ, შევცვალოთ!"

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი