"ჩვენ არ შევწყვეტთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე ის არ გაიმარჯვებს" | ბაიდენი გაეროში

გამოქვეყნდა:

"ჩვენ არ შევწყვეტთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე ის არ გაიმარჯვებს", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მსოფლიოს ახლა კიდევ ერთი არჩევანი აქვს გასაკეთებელი, შევინარჩუნებთ თუ არა ჩვენს მხარდაჭერას, რათა უკრაინას გამარჯვებასა და თავისუფლების შენარჩუნებაში დავეხმაროთ, თუ მივატოვოთ და აგრესიას მოძლიერების და სახელმწიფოს განადგურების საშუალება მივცეთ. მე ჩემი პასუხი ვიცი: არ შეგვიძლია დაღლა, არ შეგვიძლია თვალის არიდება და ჩვენ არ შევწყვეტთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე ის არ გაიმარჯვებს და სამართლიან და მტკიცე მშვიდობას არ მოიპოვებს გაეროს ქარტიაში", - თქვა ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი