რაჟდენ კუპრაშვილის უწყება არასამთავრობოების წინააღმდეგ | ანტიკორუფციული ბიურო TI-ის და "აირჩიე ევროპას" საქმიანობითა და მონაცემებით დაინტერესდა

გამოქვეყნდა:

ხელისუფლებაში კორუფციის ფაქტების გამოკვლევის ნაცვლად, რაჟდენ კუპრაშვილი ბრძოლას ევროპული ღირებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ იწყებს. კანონში მიღებული ცვლილებით ანტიკორუფციულ სამსახურს შეუძლია პოლიტიკური მიზნის მქონედ გამოაცხადოს ნებისმიერი სამოქალაქო ორგანიზაცია. დაუწესოს მას საფინანსო შეზღუდვები და ფაქტობრივად აუკრძალოს საქმიანობა. 

ამ გადაწყვეტილებით პრემიერს დაქვემდებარებულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ პირდაპირ თქვა, რომ "პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონს" მოარგებს ყველას, ვისი სამოქალაქო აქტივობაც ხელისუფლებას შეაწუხებს. ასე მოხვდა ეკა გიგაური და "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" იმ ჩამონათვალში, რომელთაც რაჟდენ კუპრაშვილმა შეზღუდვები დაუწესა.  

ანტიკორუფციული ბიურო არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრების მონიტორინგითაა დაკავებული და ამტკიცებს რომ, ეკა გიგაურის სამოქალაქო აქტივობას პოლიტიკური მიზნები აქვს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი