ირაკლი კობახიძემ და ქართული დელეგაციის წევრებმა უკრაინის გამარჯვების შესახებ ჯო ბაიდენის სიტყვის შემდეგ, ტაში არ დაუკრეს

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძემ და ქართული დელეგაციის წევრებმა, დავით ზალკალიანმა, ილია დარჩიაშვილმა და ლევან ჟორჟოლიანმა, უკრაინის გამარჯვების შესახებ ჯო ბაიდენის სიტყვის შემდეგ, ტაში არ დაუკრეს. ისინი არ შეუერთდნენ მსოფლიო ლიდერების, მათ შორის, ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლების ოვაციებს.

აღსანიშნავია, რომ ამ დროს დარბაზში იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენიც.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძე უკვე მეორე დღეა, შეერთებულ შტატებში იმყოფება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი