"იანდექსის" მომხმარებლების პერსონალური მონაცემები რუსეთს გადაეცა | კომპანია 4 000 ლარით დაჯარიმდა

გამოქვეყნდა:

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის რუსულ კომპანია "იანდექსს", რომელიც წლებია საქართველოში ოპერირებს ჩვენი თანამოქალაქეების შესახებ ინფორმაციის რუსეთში გადაგზავნაში ადანაშაულებს.

ინტერნეტკავშირის მონიტორინგისას სამსახურმა დაადგინა, რომ კომპანია ტაქსით სარგებლობისას აპლიკაციით უკავშირდება რუსეთის ფედერაციაში მდებარე სერვერს და მომხმარებლის აიპ მისამართს აწვდის.

კანონდარღვევისთვის რუსული კომპანია 4000 ლარით დაჯარიმდა. "იანდექსი" ბაზრის გიგანტია და ეს თანხა მისთვის მიზერულია.

ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური სამსახურის რეაგირებაზე ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ არსებობს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი