"ჩემი ხმა" არის გაერთიანება, რომელიც მიზნად ისტორიულ საპარლამენტო არჩევნებზე ქართველი ხალხის ნებისა და ევროპული არჩევანის დაცვას ისახავს. ახალგაზრდებს, რომლებიც ორგანიზაციაში ონლაინ რეგისტრირდებიან მიაჩნიათ, რომ "ქართული ოცნებისთვის" გაყალბების შესაძლებლობის შეზღუდვა იქნება ამოცანა, რომლის შესრულებაც ქვეყნის ისტორიულ მომავალს გადაარჩენს. სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ რომელიც სულ ცოტა ხნის შექმნილია, უკვე ათასობით წევრს აერთიანებს.
მოხალისეობის მსურველებს ვებ-გვერდზე wevote.ge, მარტივი რეგისტრაციის ფორმის შევსების შემდეგ შეუძლიათ ქვეყნისათვის გარდამტეხ არჩევნებზე მონაწილეობა როგორც დამკვირვებლებმა ისე მიიღონ. იმისთვის რომ გახდეთ დამკვირვებელი უნდა იყოთ სრულწლოვანი, თავისუფალი პოლიტიკური და პარტიული გავლენებისგან და არ უნდა ირიცხებოდეთ არცერთ პოლიტიკურ პარტიაში, არც აქტივისტად, არც წევრად. სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ რამდენიმე კვირის წინ შეიქმნა და ოცდაათ სამოქალაქო ორგანიზაციას აერთიანებს.