
სამხრეთ სუდანის დედაქალაქ ჯუბაში, ცენტრალურ გზაზე, შეიარაღებული პირები ავტობუსს დაესხნენ თავს, - ამის შესახებ ინფორმაციას არმია ავრცელებს. დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი, რამდენიმე კი, სავარაუდოდ, გაიტაცეს.
სამგზავრო მანქანა, რომელიც უგანდის დედაქალაქ კამბალასკენ მიემართებოდა, შეიარაღებული დაჯგუფების სამიზნე სამშაბათს დილით გახდა.
შემთხვევის ადგილიდან გადაღებულ კადრებში ცეცხლის ალში გახვეული ავტობუსი ჩანს.
მიუხედავად სამშვიდობო შეთანხმებისა, რომელიც სამხრეთ სუდანში წლების განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დასასრულს ითვალისწინებს, ქვეყნის ბევრ ნაწილში მოსახლეობა დაუცველია.