"ფარცხალაძის და ივანიშვილის ინტერესი იყო - რეპრესიის ყველა ფორმა გამოიყენეს და სათამაშო ბიზნესის წილი წამართვეს...", - ამის შესახებ ბიზნესმენი მამუკა ქუნთელია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ეკა კვესიტაძის განსხვავებული აქცენტები" საუბრობს.
"ფარცხალაძის და ივანიშვილის ინტერესი იყო - რეპრესიის ყველა ფორმა გამოიყენეს და სათამაშო ბიზნესის წილი წამართვეს... ფარცხალაძე ხომ ბიძინა ივანიშვილთან ასოცირდება - ახლობელს წყალს ვერ მიაწვდიდა, რომ ბიძინასთვის არ ეკითხა. ფულის მოცულობიდან გამომდინარე, "კრისტალბეთზეა" საუბარი, იყო მათი დაინტერესება. ზეწოლა დღესაც გრძელდება", - თქვა მან.
ამბობს, რომ მიმართა პროკურატურას და შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ასევე კრიმინალურ დეპარტამენტს, თუმცა, ამ უწყებების რეაგირების ნაცვლად, სახელისუფლებო, პროპაგანდისტულ Pos TV-ზე, მასთან დაკავშირებით მადისკრედიტირებელი სიუჟეტი მიიღო: "მათ როგორც დაზარალებულმა, ისე მივმართე და პასუხად ჩემი გაშავება მივიღე".
"ბიზნესი პირდაპირი მნიშვნელობით წამართვეს. თავის წამებით, ჩემ წინააღმდეგ გამოიყენეს რეპრესიის ყველა უმაღლესი ფორმა, რაც შეიძლება ბინძურ თავში ვიღაც ადამიანს მოუვიდეს", - ამბობს ის და აქვე ამატებს, რომ მთავარი პრობლემა დაიწყო მაშინ, როცა უთხრეს, რომ ბიზნესიდან წილი ხელისუფლებისთვის უნდა მიეცათ: "ამის გაპროტესტებიდან დაიწყო ჩემი პრობლემა. ლევან ახვლედიანი მეუბნება, რომ უნდა გვყავდეს ე.წ. "კრიშა" და ჩემგან პროტესტი იყო, არ დავთმე და არ მივიღე ეს შემოთავაზება და მაშინ დაიწყო ჩემი დასჯა. გაქცეულიც ვიყავი".
მისივე თქმით, მთავარი გარდატეხა, რამაც საზოგადოების წინაშე გამოსვლა და ამ ყველაფერზე ხმამაღლა საუბარი გადააწყვეტინა, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები და ის ხალხია, ვინც ამის გასაპროტესტებლად გამოვიდა.
"ადამიანი მიდის იმ წერტილამდე, რომ მერე რაღაც გარდატეხა ხდება და სხვანაირად ხდება...
ტერორზე გადავიდნენ. პირდაპირი მოთხოვნა დამიყენეს, გამეხსნა Facebook, გავაქტიურებულიყავი და რუსებზე კარგი მეთქვა და რუსებს ვინც ებრძვის, იმათზე ცუდი. სააკაშვილზე ცუდი თქვი, ოპოზიციაზე ცუდი თქვი, რუსებზე და სტალინზე კარგი... აქტიური ტროლი უნდოდათ, ვყოფილიყავი... გადავედი საპირისპირო მხარეს და ახლა რასაც ვსაუბრობ, ეს არის იმის საპირისპირო, რაც იმათ უნდოდათ, მეთქვა. ეს უნდოდათ, ოღონდ პირიქით...
არსებობს რაღაცა ზღვარი... ის არსებობს რაზეც, ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, ის წერტილი რაზეც ამდენი ხალხი მოვიდა, გამოვიდა, გააპროტესტა, ეს არის წერტილი...
ადამიანებს ეუბნებიან, რომ ეს არის რუსული კანონი. გამოდიან, არ არის რუსული კანონი. მთელი ცივილური სივრცე ეუბნება, რომ თქვენ ვერ შემოხვალთ ევროკავშირში და ესენი იძახიან, რომ შევალთ - ახლა რომ ვუყურებ, ჩემს ისტორიაშიც ზუსტად ასე იყო, ავადმყოფებთან ეს არის დაავადებული ადამიანები ჩემი აზრით ასეთი უარყოფა წინ სპილო გედგეს და ვერ ხედავდე. მთელი მსოფლიო გეუბნება და მთელი ცივილური სამყარო რომ ეს რუსული კანონია"... - ამბობს ის.
იხილეთ ინტერვიუ სრულად: