
ლიბანში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლა“ ადასტურებს, რომ ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა მათი ერთ-ერთი უფროსი მეთაური, იბრაჰიმ ქუბაისი, რომელიც ასევე ცნობილი იყო სახელით აბუ მუსა. თავის მხრივ, „ჰეზბოლამ“ დილით ცენტრალურ ისრაელზე სარაკეტო იერიშზე პასუხისმგებლობა აიღო და განაცხადა, რომ მათი ბალისტიკური რაკეტის სამიზნე თელ-ავივის მახლობლად მდებარე ისრაელის სადაზვერვო სააგენტოს, „მოსადის“ შტაბ-ბინა იყო. „ჰეზბოლას“ თქმით სარაკეტო იერიში პეიჯერების აფეთქებასა და უფროსი მეთაურების მკვლელობებზე პასუხია.