კოალიცია "ცვლილებებისთვის" საპარლამენტო სია ხვალ გახდება ცნობილი

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, კოალიციის საპარლამენტო სია ხვალ, 26 ოქტომბერს გახდება ცნობილი. ამის შესახებ მან მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

"მე ვარ პარტიის თავმჯდომარე, რომელიც, აუცილებლად, გამადიდებელი შუშით დააკვირდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენას, მათ შორის ჩვენი პარტიული წარმომადგენლების მონაწილეობით. მე არ ვაპირებ რუხ კარდინალობას და ბიძინა ივანიშვილობას. მე ვაპირებ საჯარო პოლიტიკურ ცხოვრებას და მე ვაპირებ საჯარო პოლიტიკურ შეფასებებს.

ლიდერები იქნებიან, ჩემი აზრით [სიაში] უნდა იყვნენ, რადგან მათ მხრებზე გადაივლის ბრძოლის მთელი სიმძიმე, ჩემსაზეც, ოღონდ არ ვგულისხმობ ამ შემთხვევაში პარტიულ სიას, მაგრამ თქვენ ნახავთ ამ სიას ხვალ. ის იქნება ძირითადად დაკომპლექტებული იმ ხალხით, ვინც არ ყოფილა არცერთი პოლიტიკური "ისტებლიშმენტის" ნაწილი.

ჩემთვის ეს არის ბედნიერება, ჩემთვის ეს არის მიზანი და ეს მიზანი შესრულებულია, პირველი ნაწილი. მეორე ნაწილი ბიძინა ივანიშვილის გაშვება შესრულდება აუცილებლად. ოპოზიცია მიიღებს ხმების უმრავლესობას და ოპოზიცია შეძლებს არჩევნების შედეგების დაცვას და მესამე ნაწილი იქნება ჩვენი ევროკავშირში წევრობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გუნდელები, ლიდერები რომლებიც ამ კოალიციის სათავეში არია, ჩემთან ერთად ამას შეძლებენ. სრულიად დარწმუნებული ვარ და ეჭვი არ მეპარება, ასევე სხვა ოპოზიციური პარტიების ძალისხმევაში ამ მიმართულებით," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ კოალიცია "ცვლილებისთვის" საპარლამენტო სიაში არ იქნება.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი