ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის სხდომაზე დამოუკიდებელ მედიის წარმომადგენლებს არ უშვებენ, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებს "აკრედიტაციები" აქვთ.
სააგენტო „აიაშარას“ მთავარი რედაქტორის, ნიზფა არშბას ინფორმაციით, გადაწყვეტილება "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა" მიიღო:
„პარლამენტის პრესსამსახური ხელებს შლის, თითქოს ვერაფერს წყვეტენ. დეპუტატებიც ჩუმად არიან და ამბობენ, რომ ვერაფერს აკეთებენ. არის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინსტრუქცია, რომელიც კრძალავს პარლამენტის სხდომებზე შესვლას“, - წერს ის.
„როდესაც პრეზიდენტის კრიმინალური ინიციატივები პარლამენტში გადის, ჟურნალისტებს სხდომაზე დასწრების უფლება არ აქვთ“, - იუწყება „ნუჟნაია გაზეტა“.
"თქვენს თვალწინ ხდება დანაშაული, დაცვის თანამშრომლები ერევიან ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში!" – დასძენს “აფხაზური პორტალი”.
ცნობისთვის, ე.წ. დეპუტატები დღეს „ეკონომიკურ საკითხებში სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ“
რუსულ-აფხაზური "შეთანხმების რატიფიცირების" საკითხს განიხილავენ.
სწორედ ამ "შეთანხმების" დამტკიცების მოთხოვნა იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც 1-ელ სექტემბერს მოსკოვმა აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა.