ნიუ-იორკში ერდოღანსა და ფაშინიანს შორის შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნდა:

24 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრის დამადასტურებელი ფოტოები სომხეთის პრემიერმინისტრის სოციალური მედიის ოფიციალურ გვერდებზე გამოქვეყნდა.

აუდიენციაზე ლიდერებმა განიხილეს სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის ფარგლებში უკვე გადადგმული ნაბიჯები და არსებული შეთანხმებები.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ გააგრძელონ ეს პროცესი წინაპირობების გარეშე და ახალი იმპულსი მისცეს ორმხრივ ურთიერთობებს. ფაშინიანმა და ერდოღანმა სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხიც განიხილეს. სომხეთის პრემიერმინისტრმა წარმოადგინა მათი მთავრობის ინიციატივა სახელწოდებით "მშვიდობის გზაჯვარედინზე", რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში სტაბილურობისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი