როგორ დავრეგისტრირდეთ დამკვირვებლებად | პროექტის "ჩემი ხმა" ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

როგორ დავრეგისტრირდეთ დამკვირვებლად და დავიცვათ საარჩევნო ხმები - 2024 წლის გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებს პირველად რიგითი მოქალაქეები დააკვირდებიან. მათი მობილიზაცია ხმების დასაცავად უკვე დაწყებულია.

"ჩემი ხმა" - სადამკვირვებლი პროექტის გარშემო 30-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია გაერთიანდა. ისინი საინფორმაციო შეხვედრას მართავენ დამკვირვებლებად რეგისტრირებულ იმ ახალგაზრდებთან, რომლებმაც უნდა აუხსნან მოქალაქეებს - როგორ მისცენ ხმა სასურველ პოლიტიკურ პარტიას. 

"პირველ ეტაპზე მოხდება ადამიანების დატრენინგება და შემდეგ უკვე ეს ადამიანები გადაატრენინგებენ სადამკვირვებლო მისიას. დაახლოებით 3 ათასამდე ადამიანზე არის საუბარი და აქედანაც, მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და მოვუწოდო ადამიანებს, დარეგისტრირდნენ ჩვენთან სადამკვირვებლო მისიაზე. ჩვენ ვიქნებით მზად იმისთვის, რომ ისინიც დავატრენინგოთ, შემდეგ სამართლებრივი კონსულტაციები გავუწიოთ, მთელი დღის მანძილზე მივიღოთ მათგან ინფორმაცია ინციდენტების შემდეგ და ა.შ", - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მთავარი იურისტი, თამთა კახიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი