ისრაელმა ლიბანში "ჰეზბოლას" 100-ზე მეტი სამიზნე ობიექტი დაბომბა

გამოქვეყნდა:

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანში "ჰეზბოლას" 100-ზე მეტი სამიზნე ობიექტი დაბომბა.

ოპერაციაში რამდენიმე ათეული სამხედრო თვითმფრინავი მონაწილეობდა. ოპერაციის ფარგლებში იბომბება "ჰეზბოლას" რაკეტის გასაშვები ადგილები და იარაღის საწყობები.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის ავიაიერიშების შედეგად ქალაქ მაისრაში სამი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა. პარალელურად, ლიბანიდან ისრაელის ქალაქ საფედზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი